არჩევნები
სამცხის ოლქში მაჟორიტარობის სამი კანდიდატი დაემატა
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 27 დღეა დარჩენილი. სამცხის ოლქში, არსებულ 9 კანდიდატს მაჟორიტარობის კიდევ სამი კანდიდატი დაემატა. იზო ლომიძე "ლელო-საქართველოდან," მარიზა ჯიქია - "ქართული არჩევანიდან" და ბესიკ ფოფხაძე - "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსიდან".

3 ოქტომბრის მდგომარეობით, ბორჯომი-ახალციხე-ასპინძა-ადიგენის საარჩევნო ოლქში, 12 კანდიდატია წარდგენილი. საბოლოო სიას ცესკო 6 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.

ამ დროისათვის, სამცხის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატების სია ასე გამოიყურება:

№ 2 - "ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" - ზურაბ ჩილინგარაშვილი;

5 - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - ვაჟა ჩიტაშვილი;

8 - "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - დავით გოგიჩაიშვილი;

10 - „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - გიორგი ჩიტაური;

№ 14 - "ქართული არჩევანი" - მარიზა ჯიქია;

№ 19 - "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" - ბესიკ ფოფხაძე;

21 - "თავისუფალი საქარეთველო" - გოდერძი კუბლაშვილი;

29 - "დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნა" - გელა კვარაცხელია;

31 - "თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა" - ზურაბ ხუციშვილი;

41 - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - ანტონ ობოლაშვილი;

55 - "ქართული მარში-ეროვნული მოძრაობა"- ოლეგ სანდროშვილი;

№ 56 - "ლელო - საქართველო" - იზო ლომიძე.




| Print |