არჩევნები
ნინო ბურჯანაძე ბორჯომელ ამომრჩეველს ხვდება


პარტია „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ბორჯომში მოსახლეობას შეხვდა. ნინო ბურჯანაძემ და პარტიის გენერალურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ ქალაქის ცენტრში ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა გააცნეს. 

პოლიტიკოსებმა იმ საკითხებზე ისაუბრეს, რასაც გამარჯვების შემთხვევაში მოაგვარებენ. ბურჯანაძემ ყურადღება გაამახვილა საარსებო მინიმუმზე, სოციალურ დახმარებაზე, პენსიის გაზრდასა და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. პარტიის ლიდერს აქვს ინიციატივა, რომ ქალს დიასახლისობა სტაჟად ჩაეთვალოს. 

ნინო ბურჯანაძე და გიგლა ბარამიძე დღეს, ათ ოქტომბერს, 17:00 საათზე ახალციხელებს თამარ მეფის ძეგლთან შეხვდება.

| Print |