არჩევნები
მთავრობის გეგმებისა და "ოცნების" კანდიდატის წარდგენა სამცხეში
"ქართული ოცნების" ლიდერებმა ახალციხეში, ბორჯომსა და ადიგენში სამცხის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანტონ ობოლაშვილი წარადგინეს.

მუნიციპალიტეტებში ამომრჩევლების წინაშე გიორგი გახარია, ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე წარსდგნენ. 

პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას იმ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც რეგიონში მიმდინარეობს და რომლის განხორციელებასაც სამომავლოდ გეგმავენ. ერთ-ერთმნიშვნელოვანი საკითხი დასაქმებისა და განათლების პრობლემების მოგვარებაა, რომლის გადასაჭრელად, პრემიერ მინისტრის განმარტებით, უკვე მუშაობენ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ახალგაზრდები მთელი ქვეყნის მასშტაბით თანაბარ პირობებში ცხოვრობდნენ და სწავლობდნენ.

გიორგი გახარიას განცხადებით, ამ კუთხისთვის დამახასიათებელი მრავალეთნიკურობიდან გამომდინარე, სამცხე ყოველთვის იყო ქვეყნის სიძლიერის საფუძველი. მისივე თქმით, ამ ყველაფერს გაფრთხილება სჭირდება.

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში შექმნილ ეპიდვითარებაზე და გაჩერებულ ტურიზმზე.

მმართველი პარტიის გუნდი, სამცხის ოლქის კანდიდატს, 13 ოქტომბერს ასპინძელ ამომრჩეველს წარუდგენს.



| Print |