არჩევნები
"ტრიბუნას" მხარდამჭერებს სამსახურის დაკარგვით ემუქრებიან - გელა კვარაცხელია
"ტრიბუნას" მხარდამჭერებს სამსახურის დაკარგვით ემუქრებიან - ამის შესახებ განცხადება პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გააკეთა. გელა კვარაცხელიას თქმით, მდგომარეობა საგანგაშოა, რადგან მათ "ტრიბუნას" მხარდამჭერების ლეგიტიმურ სივრცეში შემოყვანა უჭირთ. კანდიდატი ირწმუნება, რომ მათი ამომრჩეველი საკუთარი აზრს ღიად ვერ გამოხატავს, რადგან ეშინათ ახლობლებმა სამსახური არ დაკარგონ. მისივე მტკიცებით, მხარდამჭერებს სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან.

გელა კვარაცხელია მსგავს სიტუაციაში მყოფ ოპოზიციურ კანდიდატებს შეთანხმებისკენ მოუწოდებს, რომ ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტებს ერთად შეეწინააღმდეგონ.

"ტრიბუნას" კანდიდატი ქალაქის მერიასაც მიმართავს და საარჩევნო პლაკატებისთვის ადგილის გამოყოფას სთხოვს.

გელა კვარაცხელიამ ბრიფინგი ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს, 16 ოქტომბერს გამართა.


| Print |