არჩევნები
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები წელს მკაცრი რეგულაციებით ჩატარდება
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები წელს განსხვავებულად ჩატარდება. საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდულად ზრდის გამო, ცესკო საარჩევნო უბნებზე უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად მუშაობს. შედეგად, ამომრჩეველს საკუთარი და სხვისი ჯანმრთელობისთვის, გარკვეული წესების მკაცრად დაცვა მოუწევს. გადასატანი ყუთის მეშვეობით შეძლებენ ხმის მიცემას კარანტინსა და იზოლაციაში მყოფი პირებიც. ხომ არ გახდება პანდემიის აფეთქების ახალი წყარო 31 ოქტომბრის მოვლენა და რამდენად არის მზად ქვეყანა პანდემიის პირობებში არჩევნების ჩასატარებლად? - თემით ჩვენი კორესპონდენტი დაინტერესდა.

| Print |