არჩევნები
ჩვენ მომხრეებს ვამოწმებ და არა ამომრჩეველს - რა ხდება ვალეში
სამცხის ოლქში, ვალეს 33-ე უბანზე ,,ნაციონალური მოძრაობის" დამკვირველბლებმა დარღვევა გამოავლინეს.

ვალის 33-3 უბანზე პირველი დარღვევა დაფიქსირდა. გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები ცესკო-ს ამობეჭდილი სიებით დგანან საარჩევნო უბანთან და აღიცხავენ  მისულ ამომრჩეველს, რისი უფლებაც არ აქვთ.

,,დამკვირვებელი, რომელიც ამბობს, რომ არის ქართული ოცნებიდან, სიებით აღრიცხავდა ვინ მივიდა არჩევნებზე და ვინ არა. ამტკიცებდა, რომ აღწერის უფლება ჰქონდა. კითხვაზე, ვინც არ მივიდოდა არჩევნებზე, იმ შემთხვევაში რა მოხდებოდა, განაცხადა, რომ ეს უკვე თქვენი საქმე არ არისო" - აცხადებს ენმ-ს წარმომადგენელი დავით ახალკაცი.

,,-უფლება გაქვს ამომრჩეველი შეამოწმო ვინ მოვიდა და ვინ არა?
- არა, მე მომხრეებს ვამოწმებ და არა ამომრჩეველს" - ისმის გადაღებულ ვიდეოში.

ვიდეოს ენმ ავრცელებს.
| Print |