არჩევნები
"დღეს აქვს შანსი საქართველოს, რომ გახდეს ევროპული" – ზურაბ ჩილინგარაშვილი
აკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სამცხის ოლქში. ზურაბ ჩილინგარაშვილი საარჩევნო უბანზე 11 საათზე მივიდა.

"საქართველო დგას ისტორიულ გზაგასაყარზე. მე ასეთი არჩევნები მახსოვს ორი მხოლოდ. ერთი იყო 1990 წელს, როდესაც კომუნისტებს მოვუგეთ არჩევნები, და ერთი იყო 2003 წელში, როდესაც გაყალბებული არჩევნების შემდეგ, შევარდნაძე იძულებული გახდა დაეთმო ოპოზიციისთვის მოგება. დღესაც ვდგავართ ისტორიულ გზაგასაყარზე. გვაქვს ერთადერთი შანსი, რომ ამ წელს, როგორმე საქართველო გამოვიყვანოთ იმ ჭაობიდან, რაშიც შეიყვანა ამ ყოფილმა მთავრობამ. აქედან გამომდინარე, მე ხმა მივეცი ევროპულ საქართველოს. დღეს აქვს შანსი საქართველოს, რომ გახდეს ევროპული"
– განაცხადა ზურაბ ჩილიგარაშვილმა.

"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ხმა ახალციხის 29-ე უბანზე მისცა.

| Print |