არჩევნები
"ქართული ოცნება" ახალციხში გამარჯვებას უკვე ზეიმობს
"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" გამარჯვებას უკვე ზეიმობს ახალციხეში. 20:00 საათის შემდეგ ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადებისთანავე, პარტიის ადგილობრივი წევრები ქალაქის ქუჩებში ავტომობილის სიგნალებითა და დროშებით გადაადგილდებიან.

მხარდამჭერებს გამარჯვება უკვე მიულოცეს "ქართული ოცნების" ლიდერებმა და ქვეყნის პირველმა პირებმა.

ადგილობრივ ორგანიზაციებში არჩევნების შედეგების შესახებ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ.

| Print |