არჩევნები
ახალციხეში, ამომჩევლის უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა დაფიქსირდა – თეა გავაშელი
ბოლო მონაცემებით, ახალციხეში 21 484 -მა ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა, რაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 63.16 % პროცენტს შეადგენს.

ახალციხის 37-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მათთან შესულია 2 საჩივარი, რომელიც სააგიტაციო მასალის არასწორად გაკვრას ეხება. კომისიის თავმჯდომარის თეა გავაშელის თქმით, საჩივრები ძირითადად პროცედურულია და შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.

რაც შეეხება მოსახლეობის აქტივობას, თეა გავაშელი აცხადებს, რომ კოვიდპანდემიის მიუხედავად ახალციხეში, ამომრჩევლის უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა დაფიქსირდა.
| Print |