არჩევნები
ნინოწმინდის საარჩევნო უბანზე ალკოჰოლი აღმოჩნდა – "მრავალეროვანი საქართველო"
„მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანმა დამკვირვებლებმა სამცხე–ჯავახეთის ორ უბანზე ხარვეზები გამოავლინეს.

ნინოწმინდის N13 საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის პროცესში დამკვირვებლის ინფორმაციით, რამდენჯერმე მოხდა საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის მოწმობის გარეშე უცხო პირების შესვლა, რის გამოც ხმის დათვლის პროცესს ხელი ეშლებოდა. ასევე საარჩევნო უბანზე აღმოჩნდა ალკოჰოლი, სავარაუდოდ ამ უცხო პირების მიერ უბანზე შემოტანილი.

"მრავალეროვანი საქართველოს" დამკვირვებლებმა დარღვევა დააფიქსირეს კენჭისყრის მიმდინარეობის დროსაც. მათი ინფორმაციით, ნინოწმინდის N9 საარჩევნო უბანზე საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი ენზელ მკოიანი ამომრჩეველს უთითებდა ვისთვის მიეცათ ხმა.

„მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ ამ დროისთვის სულ 15 საჩივარი დაწერილია.
| Print |