არჩევნები
ცესკოს წინასწარი შედეგებით, სამცხის ოლქში ანტონ ობოლაშვილმა გაიმარჯვა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების ნაწილი უკვე დათვალა. წინასწარი მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთის ორ მაჟორიტარულ ოლქში, მეორე ტური არ გაიმართება.
ახალციხე-ასპინძა-ბორჯომი-ადიგენის #17 ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატმა 9 709 ხმა მიიღო, რაც 64.97%-ია. "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა კი 3 470 ხმა, რამაც უბანზე მისული ამომრჩევლების 23.22% შეადგინა.

დანარჩენი კანდიდატების ხმები ასე გადანაწილდა:
ზურაბი ჩილინგარაშვილი "ევროპული საქართველო" - 619 ხმა (4.14%)
დავით გოგიჩაიშვილი "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - 478 ხმა (3.2%)
იზოლდა ლომიძე "ლელო საქართველოსთვის" - 205 ხმა (1.57%)
გიორგი ჩიტაური "ლეიბოროსტული პარტია" - 121 ხმა (0.81%)
ბესარიონ ფოფხაძე "ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსი" - 64 ხმა (0.43%)
ოლეგი სანდროშვილი "ქართული მარში" - 54 ხმა (0.36%)
ზურაბ ხუციშვილი "თავისუფლება ზვიად გამსახურდიას გზა" - 54 ხმა (0.36%)
გოდერძი კუბლაშვილი "თავისუფალი საქართველო" - 41 ხმა (0.27%)
მარიზა ჯიქია "ბეჟან გუნავა ქართული არჩევანი" - 41 ხმა (0.27%)
რამაზ გელაშვილი "საქართველო" - 35 ხმა (0.23%)
გელა კვარაცხელია "დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა" - 35 ხმა (0.23%)
მარიამი ჭრელაშვილი "შეცვალე საქართველო" - 17 ხმა (0.11%).
| Print |