არჩევნები
ახალციხეში 34 უბანი – „ქართული ოცნების“, 2 „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მოიგო
ახალციხის #37 ოლქში ყველა საარჩევნო უბანი დათვლილია. 36 უბნიდან 34 „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა მაჟორიტარმა კანდიდატმა, 2 კი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა წარდგენილმა კანდიდატმა მოიგო. ოპოზიციურმა პარტიამ გაიმარჯვა ვალეს ორ - მეცხრე და 33-ე საარჩევნო უბანზე.

კოვიდინფიცირებულებისთვის და თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის დამატებით, 36-ე სპეცუბანი იყო შექმნილი. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, სიაში 118 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, აქედან საკუთარი არჩევანი 103-მა მოქალაქემ დააფიქსირა.

2020 წპის საპარლამენტო არჩევნებში, სამცხის #17 ოლქში, ცესკოს წინასწარი მონაცემებით მმართველმა პარტიამ და მისმა კანდიდატმა გაიმარჯვა.

| Print |