არჩევნები
ამომრჩეველზე მუქარა, შანტაჟი და მოსყიდვა რომ არა, სხვა შედეგი დაიდებოდა – ვაჟა ჩიტაშვილი
N17 სამცხის ოლქში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი დამარცხდა. ვაჟა ჩიტაშვილმა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, „ქართული ოცნების“ კანდიდატთან ანტონ ობოლაშვილთან წააგო.

ვაჟა ჩიტაშვილის მტკიცებით, ასეთი შედეგი დადგა იმიტომ, რომ არჩევნები დემოკრატიულად არ ჩატარებულა. მისივე თქმით, კენჭისყრამდე, სახელისუფლებო პარტიამ ამომრჩევლით მანიპულირება მოხდინა. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ირწმუნება, რომ მასწავლებლებს, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირებს სოციალურად დაუცველებს, უმუშევრებს, დასაქმებულებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები შეხვდნენ და დაემუქრნენ, დააშანტაჟეს და მოისყიდეს.

ვაჟა ჩიტაშვილი საუბრობს იმ დარღვევებზეც, რომელიც კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობისას გამოვლინდა, მაგრამ მისი აზრით, არჩევნების შედეგზე ამას სერიოზული გავლენა არ მოუხდენია. მისივე თქმით, ამომრჩეველზე მუქარა, შანტაჟი და მოსყიდვა რომ არა, აუცილებლად სხვა ციფრები დაიდებოდა.

ვაჟა ჩიტაშვილი მშვიდობიან აქციაში მონაწილეობას გეგმავს, სადაც გუნდთან ერთად არჩევნების შედეგებს გააპროტესტებს.


| Print |