არჩევნები
პირველივე ტურში ველოდებოდი გამარჯვებას – ანტონ ობოლაშვილი
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ახალციხე–ასპინძა–ადიგენი–ბორჯომის საარჩევნო ოლქში, „ქართული ოცნების“ კანდიდატის გამარჯვებით დასრულდა. ანტონ ობოლაშვილმა არჩევნები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ცესკოს წინასწარი შედეგებით, 18 702 ხმით მოუგო.

,,ქართული ოცნების“ კანიდატი ამბობს, რომ პარტია ასეთ შედეგს ელოდა. ანტონ ობოლაშვილის თქმით, გამარჯვებაში დარწმუნებული იყო, რადგან წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობას ყოველდღიურად ხვდებოდა და მათი პოზიცია კარგად იცოდა. შესაბამისად, არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი რეგიონში მეორე ტურის დანიშვნას გამორიცხავს.

ანტონ ობოლაშვილი ვაჟა ჩიტაშვილის ბრალდებას პასუხობს და ამბობს, რომ ამომრჩევლის შანტაჟს ან დაშინებას ადგილი არ ჰქონია. იგი ასევე გამორიცხავს ამორჩევლის მოსყიდვის ფაქტსაც.

გამარჯვებული კანდიდატი სამომავლო გეგმებზე საუბრობს და ამბობს, რომ მთავარი პრობლემა, რომელიც რეგიონს აწუხებს უმუშევრობაა. ამის მოგვარებას იგი კერძო სექტორის ხელშეწყობითა და ეკონომიკის გაძლიერებით ფიქრობს.


| Print |