არჩევნები
N37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიამ ექვსი საჩივარი განიხილა
N37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიამ სხდომაზე ექვსი საჩივრის შესახებ იმსჯელა. ამჯერად კომისიამ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „სამართლიანი არჩევნების“ საჩივრები განიხილა.

ქეთევან ბებიაშვილმა და თეონა მაისურაძემ, შემაჯამებელ ოქმებში არსებული უზუსტობები და ჩაწორებები გააპროტესტეს.

განხილული 6 საჩივრიდან კომისიამ ორი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

№14 ბორჯომისა და №33 ახალციხის უბნების შემაჯამებელ ოქმებში შეტანილი ჩასწორება, თითოეული კომისიის წევრებმა მექანიკური შეცდომის გამოსწორებით დაასაბუთეს. საოლქო კომისიის წევრებმა №14 ბორჯომის საუბნო კომისიის მდივანს დისციპლინულ სასჯელად შენიშვნა განუსაზღვრა.

რაც შეეხება №33 ახალციხის უბანს, შემაჯამებელ ოქმზე შესული საჩივარი კომისიამ წინა დღესაც განიხილა, რომელიც "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელმა დაწერა. ამიტომ ძალაში დარჩა მდივნისთვის შენიშვნის მიცემის გადაწყვეტილება, რომელიც კომისიამ 4 ნოემბერს მიიღო.

დისციპლინური სასჯელის ზომად გაფრთხილება განესაზღვრა №12 ადიგენის საუბნო კომისიის მდივანსაც. ამ უბნის შემაჯამებელ ოქმში, ჩასწორებულია რიცხვი საარჩევნო სუბიექტის გასწვრივ, გარდა ამისა, ოქმს აკლია ერთი ხელმოწერაც.

საოლქო საარჩევნო კომისიაში ორგანიზაციებს საჩივრების წარდგენა 3 ნოემბრამდე შეეძლოთ.





| Print |