არჩევნები
ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიამ 5 საჩივარი არ განიხილა
ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიამ, ორი სხდომა გამართა და საარჩევნო უბნების შემაჯამებელი ოქმების შესახებ დაწერილი 13 საჩივარი განიხილა. მათ შორის არ მოხვდა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა" და "მრავალეროვანი საქართველოს" დამკვირვებლების მიერ შედგენილი საჩივრები. მათზე კომისიას არ უმსჯელია. ამის გამო, "მრავალეროვანი საქართველო" აპირებს, რომ სასამართლოს მიმართოს. 

| Print |