არჩევნები
ახალციხის მე–17 საარჩევნო ოლქში შემაჯამებელი ოქმი დაიწერა
ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიამ მე-17 მაჟორიტარული ოლქის შემაჯმებელი ოქმი დაწერა. საბოლოო შედეგის მიხედვით, პორპორციულ და მაჟორიტარულ ნაწილში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა.

შედეგებს არალეგიტიმური უწოდეს და მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა. უბნები, სადაც ხმის მისაცემად მისული მოქალაქეების რაოდენობა, გაცემული ბიულეტენების რაოდენობას არ ემთხვევა - არაერთია.

დაუბალანსებელი ოქმები სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა საოლქო საარჩევნო კომისიაში გაასაჩივრეს და ხმების ხელახლა დათვლა მოითხოვეს, თუმცა ადმინისტრაციამ ასეთი არც ერთი მოთხოვნა დააკმაყოფილა.


| Print |