ახალციხის მერობის გამარჯვებულმა კანდადატმა მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. ვლადიმერ ზედგინიძე აცხადებს, რომ ამ შედეგის მიღებაში დარწმუნებული იყო. მისივე თქმით, გამარჯვების მიზეზს მეორე ტურისთვის ძალების გაერთიანება წარმოადგენს.
ვლადიმერ ზედგინიძე ახალ თანამდებობაზე მუშაობას მას შემდეგ შეუდგება, რაც საოლქო საარჩევნო კომისია მას გამარჯვებულ კანდიდატად ცნობს.
ახალციხის მერის არჩევნების მეორე ტურში ვლადიმერ ზედგინიძემ ყველა უბანზე გაიმარჯვა. მას მხარი 4 504–მა ამომრჩეველმა დაუჭირა, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს ირაკლი ერეკლიშვილს – 2 620 მათგანმა.
ავტორები: თიკო კურტანიძე, ნანა ინასარიძე.
|