#6 უბანი დაატოვებინეს ერთ–ერთ დამკვირვებელს. ვარლამ სამსონიძე გადასატან ყუთს, კომისიის ორ წევრთან და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელთან ერთად ახლდა.
როგორც ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, მან ამომრჩეველს ,,ქართული ოცნების” კანდიდატის შემოხაზვისკენ მიუთითა. პარტიის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, აღნიშნულზე საჩივარი დაწერა. ვარლამ სამსონიძე კენჭისყრის შენობიდან გააძევეს. მას უბანზე შესვლის უფლება აღარ აქვს.