არჩევნები
ახალციხე–ადიგენის ოლქში კანდიდატებმა მოქალაქეობრივი ვალი მოიხადეს
საკუთარი მოაქალაქეობრივი ვალი მოიხადეს ადიგენი–ახალციხის მაჟორიტარობისა და ახალციხის მერობის კანდიდატებმა. მათ საარჩევნო უბნებზე ხმა დღის პირველ ნახევარში მისცეს. 

საკუთარი მოაქალაქეობრივი ვალი მოიხადეს ადიგენი–ახალციხის მაჟორიტარობისა და ახალციხის მერობის კანდიდატებმა. მათ საარჩევნო უბნებზე ხმა დღის პირველ ნახევარში მისცეს. 

ჩემი ხმა საქართველოს მომავალს და გამარჯვებულ ძალას მივეცი – ეს განცხადება ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარმა კანდიდატმა, ხმის მიცემის შემდეგ გააკეთა. გიორგი კოპაძე #28 უბანზე მეუღლესთან ერთად მივიდა. როგორც მან აღნიშნა, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, რაც ქვეყნის ერთ–ერთი მიღწევაა.  გიორგი კოპაძის თქმით, პირველი ტურის შედეგი კონკრეტული შეცდომების ბრალია, რომელიც მმართველმა ძალამ, მეორე ტურისთვის გაითვალისწინა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა საკუთარი პოზიცია  ვალის მეცხრე უბანზე დააფიქსირა. ვაჟა ჩიტაშვილი ხმის მისაცემად  მეუღლესთან და შვილთან ერთად გამოცხადდა.  მერვე მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი და მეცხრე მოწვევის მაჟორიტარობის  კანდიდატი ამბობს, რომ მან ხმა პარლამენტში განსხვავებულ აზრს მიცა.

ვაჟა  ჩიტაშვილმა  „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი  გიორგი კოპაძე პირველ ტურში 1 275 ხმით დაამარცხა.

მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა  “ქართული ოცნების” ახალციხის მერობის კანდიდატმაც. მან ხმა ქალაქის  N1 უბანზე მისცა. ვლადიმერ ზედგინიძე დარწმუნებულია, რომ ამომრჩეველი პოზიციას „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ დააფიქსირებს.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი, არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებაშიც დარწმუნებულია. ირაკლი ერეკლიშვილმა ხმა ახალციხის  #4 უბანზე მისცა.

“ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა  ირაკლი ერეკლიშვილმა არჩევნების პირველ ტურში ვლადიმერ ზედგინიძე 690 ხმით დაამარცხა. მიუხედავად ამისა, ამომრჩეველთა ხმების 50%–ზე მეტი ვერცერთმა მათგანმა მოიპოვა.

ავტორები: თიკო კურტანიძე, რუსუდან გვარამაძე, ნანა ინასარიძე, რამაზ ალავიძე.


| Print |