არჩევნები
"ევროპულმა საქართველომ" ახალციხესა და ახალქალაქში მერობის კანდიდატები წარადგინა
პარტია "ევროპულმა საქართველომ" მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები დაასახელა. პარტიის თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, კანდიდატები ხონსა და თერჯოლაში სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან შეთანხმებული საერთო კანდიდატები არიან.

სამცხე-ჯავახეთში პარტიამ კანდიდატი ორ მუნიციპალიტეტში დაასახელა - ახალციხეში ზურაბ სადათიერაშვილი, ახალქალაქში კი არსენ კარაპეტიანი. 

გიგა ბოკერიას განცხადებით, 16 მუნიციპალიტეტში "ევროპული საქართველო" მხარს შეთანხმებულ კანდიდატებს დაუჭერს.
| Print |