არჩევნები
"ლელომ" ახალციხეში მერობის კანდიდატი შეარჩია
პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ ახალციხეში მერობის კანდიდატი შეარჩია. ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარის ჯუმბერ ინასარიძის თქმით, მუნიციპალიტეტში მანუჩარ ჩაჩანიძე იბრძოლებს. ის არის ახალციხელი ბიზნესმენი, რომელიც ბოლო წლებში თბილისში საქმიანობს.

მანუჩარ ჩაჩანიძე ოფიციალურად რეგისტრაციის შემდეგ წინასაარჩევნო კამპანიას დაიწყებს.

პარტიაში ჯერ ვერ აკონკრეტებენ, ეყოლებათ თუ არა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატები სამცხე-ჯავახეთის სხვა მუნიციპალიტეტებში.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპისთვის ცნობილია ქართული ოცნების, ევროპული საქართველოს, ნაციონალური მოძრაობის ახალციხის მერობის კანდიდატების შესახებ. თვითმმართველობის არჩევნებზე ახალციხეში დამოუკიდებელი კანდიდატი არ დარეგისტრირებულა.
| Print |