არჩევნები
"ქვეყანა ამდენ ოცნებას ვერ გაუძლებს, საქმის კეთების დრო დადგა" - მამუკა ხაზარაძე
დადგა დრო, რომ პრემიერმა და ქართული ოცნების ხელმძღვანელობამ ხმამაღლა განაცხადონ, რომ მათი წასვლის დროა, - ეს განცხადება პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ახალციხეში ვიზიტისას განაცხადა. მისი თქმით, მომავალ წელს რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია, რადგან მმართველი ძალა ორ ოქტომბერს ამომრჩეველთა ხმების 43%-ს ვერ აიღებს. 

ოპოზიციურმა პარტიამ ახალციხეში მერობის და მაჟორიტარი დეპუტატობის სამი კანდიდატი წარადგინა. "ლელო საქართველოსთვის" სახელით ახალციხის მერის პოსტის დაკავებას მანუჩარ ჩაჩანიძე შეეცდება. ამის გარდა, პარტიას ახალციხის 13 მაჟორიტარული ოლქიდან კანდიდატი სამში ეყოლება:

ფერსა - მანუჩარ გოგოლაური,

ვალე - ნიკოლოზ (კობა) ხიზაძე,

აწყური - მანანა მახათაძე. 

"ლელო" არჩევნებში მონაწილეობს პროპორციული სიითაც.

| Print |