არჩევნები
ხალხი დაიღალა ყოველ წელს არჩევნებით - პრემიერმა ახალციხეში კანდიდატი წარადგინა


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მერობის კანდიდატი ბორჯომის შემდეგ ახალციხეში წარადგინა, ირაკლი ლაზარაშვილმა კი მაჟორიტარობის კანდიდატები. 

შეკრებილ მხარდამჭერებს, პრემიერის გარდა, სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ და სამცხის მაჟორიტარმა ანტონ ობოლაშვილმა. 

"ჩვენ ვგეგმავთ ძალიან მასშტაბური პროექტების დაწყებას. პირველი, უნდა აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობა უნდა გახდეს მთავარი, სტრატეგიული მიმართულება, ვგეგმავთ 7 მილიარდი ლარის ინვესტიციის განხორციელებას. ჩვენ ათასზე მეტ ახალ საწარმოს დავაფინანსებთ და შეიქმნება მინიმუმ, 100 000 ახალი სამუშაო ადგილი. ვგეგმავთ, ისე გადავანაწილოთ ეს სიკეთე, რომ ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყოს განხორციელება", - განაცხადა პრემიერმა. 

შეხვედრას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, საჯარო სამსახურის ხელმძღვანელები და პარტიის მხარდამჭერები ესწრებოდნენ.


მმართველი პარტიის გუნდი ახალიხიდან ადიგენში გაემგზავრა, სადაც მერობის კანდიდატს წარადგენენ.

| Print |