არჩევნები
არა ძალადობას! - პრემიერს ახალციხეში ტრანსფარანტებით დახვდნენ
"არა ძალადობას! "მოვითხოვთ თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს!", - ამ ტრანსფარანტებით გამართა პარტია "საქართველოსთვის" ორმა წევრმა აქცია ახალციხეში, ცენტრალურ პარკში, როცა პრემიერ-მინისტრმა მერობის კანდიდატი წარადგინა.

ოპოზიციური პარტიის დეპუტატობის კანდიდატი გოდერძი კუბლაშვილი და ადიგენის ოფისის ხელმძღვანელი ამბობენ, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა პარტიის წევრებზე ზეწოლა განახორციელეს, რის გამოც ოთხმა პირმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა და კანდიდატურა მოიხსნა.

გოდერძი კუბლაშვილი გამოძიების დაწყებას ითხოვს.

"დაშინება, შვილების გათავისუფლება სამსახურებიდან, ზეწოლა ოჯახის წევრებზე, პირადი ცხოვრების გასაჯაროება. ქვეყანაში უნდა იყოს სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნები და არა ვიღაცების დიქტატურა, ღარიბაშვილის ვალდებულება სწორედ ეს არის", - განაცხადა კუბლაშვილმა.
| Print |