არჩევნები
ბორჯომში "ევროპული საქართველო" სიის წევრებმა დატოვეს
ზეწოლა თუ პირადი გადაწყვეტილება - პარტია "ევროპული საქართველო" ბორჯომში პროპორციული სიის წევრებმა დატოვეს.

საოლქო საარჩევნო კომისიას, განცხადებით პარტიის ოთხმა წარმომადგენელმა მიმართა. ესენი არიან: ცირა გრიგალაშვილი, იოსებ კევლიშვილი, გიორგი ყაულაშვილი და თამაზ მამიჯანაშვილი.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მათმა უკვე ყოფილმა თანაგუნდელებმა წასვლის გადაწყვეტილება ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დაშინების და ზეწოლის გამო მიიღეს.

,,ევროპული საქართველოს" პროპორციული სიის ოთხმა კანდიდატმა მოიხსნა კანდიდატურა, მათ შორის ერთ-ერთი იყო მაჟორიტარობის კანდიდატი. ეს ყველაფერი მიგვითითებს იმაზე, რომ დღევანდელი ხელისუფლება აფორიაქებული და შეშინებულია. ისინი სხვადასხვა მუქარით, მათ შორის საჯარო სამსახურებში ნათესავების სამსახურიდან გათავისუფლებით, უძებნიან ადამიანებს სუსტ წერტილს. ეს არის "ქართული ოცნების" ხელწერა“, - აცხადებს მედიასთან "ევროპული საქართველოს" წევრი ბაქარ შირაძე.

ვიდეო ეკუთვნის ტელეკომპანია ბორჯომს.

| Print |