არჩევნები
ირაკლი ღარიბაშვილმა მერობის კანდიდატები ასპინძაში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში წარადგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მერობის კანდიდატები ბორჯომის, ადიგენისა და ახალციხის შემდეგ ასპინძაში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში წარადგინა. 

შეკრებილ მხარდამჭერებს, პრემიერმა ახალქალაქში სიტყვით მიმართა.

,,მე მინდა ყველას გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი გვერდში დგომისთვის, თქვენი მხარდაჭერისთვის. ბოლო რვა წლის განმავლობაში ჩვენ შვიდ არჩევნებში გავიმარჯვეთ, ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ,“ - განაცხადა პრემიერმა.

შეხვედრას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, საჯარო სამსახურის ხელმძღვანელები და პარტიის მხარდამჭერები ესწრებოდნენ.

მაჟორიტარობის კანდიდატები ასპინძაში:

მაჟორიტარობის კანდიდატები ასპინძის მუნიციპალიტეტში:
დავით ფართლაძე;
ემინ ბალოიანი;
გენადი დიასამიძე;
გოჩა ყრუაშვილი;
ზურაბ მელიქიძე;
ოლეგ ზაზაძე;
მაია ბუცხრიკიძე;
ჯემალ იაკობაძე;
ბესიკ მაგრაქველიძე;
ივანე ივანიძე.

მაჟორიტარობის კანდიდატები ახალქალაქში:

კარაპეტ პალოიან;
ჰაკოფ ჩახმახჩიან;
სიპან შიპაკციან;
გრიგორ კარაგებაკიან;
ალბერტ მანუშიან;
გენადი ელიზბარიან;
არამაის ზაქარიან;
აშოტიკ ეღუნიან;
ჰამლეტ მოვსესიან;
ვაგარშაკ არაქელიან;
გურამი ოქროაძე;
გრაჩია მოვსესიან;
ნვერ მოსოიან.

მაჟორიტარობის კანდიდატები ნინოწმინდაში:

ვაღინაკ არზუმანიან;
ასქანაზ მარკოსიან;
გევორქ ისოიან;
გეორგი ჩაპანიან;
ვალერიკ ბეზოიან;
სერგეი ადუმიან;
შირაზ ხოდიკიან;
გრიგორი შამილიან;
არნაკ ჰახვერდიან;
სამველ დარბინიან.

ჯავახეთში მერობის კანდიდატების წარდგენით ირაკლი ღარიბაშვილმა სამცხე-ჯავახეთში ორდღიანი ვიზიტი დაასრულა.
| Print |