არჩევნები
ადიგენის მეორობისთვის ორი კანდიდატი იბრძოლებს
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის სტატუსის მოპოვებას, ორი კანდიდატი შეეცდება. #38 საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულები არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” მარეხ დათიაშვილი და „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ გოჩა ქიმაძე.

ადიგენში 11 მაჟორიტარული ოლქია, აქედან ორში დეპუტატობის დამოუკუდებელი კანდიდატი დარეგისტრირდა (ნუგზარი მგელაძე და ბეჟან მიქელაძე). ერთი მაჟორიტარი კანდიდატი ჰყავს პარტიას „გახარია - საქართველოსთვის“ (გოდერძი კუბლაშვილი) და „ლელოს“ (ვაჟა შავაძე). ყველა მაჟორიტარულ ოლქში წარადგინა კანდიდატი „ქართულმა ოცნებამ“ და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“.

ადიგენში 18 საარჩევნო უბანია გახსნილი.

| Print |