არჩევნები
სამოქალაქო სექტორის კითხვები ახალციხის მერობის კანდიდატს
ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის კითხვები „ევროპული საქართველოს“ წევრებს. ახალციხის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ მედიის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატებს შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანი სამოქალაქო საზოგადოებისთვის პარტია „ევროპული საქართველოს“ გეგმებისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და წინასაარჩევნო პროგრამის გაცნობა იყო.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სამცხე-ჯავახეთში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე, როგორ აპირებს ამ საკითხებზე მუშაობას „ევროპული საქართველო“.
დისკუსიის მონაწილეებს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ მიერ ჩატარებული, ფოკუს ჯგუფის კვლევის შედეგი გააცნეს, რომელიც მოსახლეობის მთავარი პრობლემების გამოსაკვეთად ჩატარდა.

შეხვედრის ორგანიზატორი „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ ახალციხის ოფისი იყო. მსგავსი სახის დისკუსია ახალციხის მერობის სხვა კანდიდატებთანაც იგეგმება.

| Print |