არჩევნები
დაშინება ადიგენში - „გახარია საქართველოსთვის“ წევრებმა აქცია გამართეს
ადიგენში, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ პროპორციული სიის ექვსეულიდან ოთხმა კანდიდატურა მოიხსნა. პარტიაში ამბობენ, რომ მიზეზი მათ მხარდამჭერებზე ზეწოლაა. ოპოზიციური პარტიის წევრების დაშინება გააპროტესტეს დაბა ადიგენში. სიის მეორე ნომერი გოდერძი კუბლაშვილი ამბობს, რომ არჩევნებს არა საარჩევნო ადმინისტრაცია, არამედ სუს-ი ატარებს.

ოპოზიციური პარტიის წევრებმა ადიგენის მუნიციპალიტეტის პრობლემებზე, გაუმართავ ინფრასტრუქტურასა და ბიუჯეტის არასათანადო ხარჯვაზე ისაუბრეს.

აქციაზე გააპროტესტეს, რომ ადიგენის მოქმედი მერი ზაქარია ენდელაძე „ქართული ოცნების“ სიის ათეულშია და საკრებულოში დეპუტატის მანდატის მოპოვებას ცდილობს.

| Print |