არჩევნები
"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი სამოქალაქო სექტორს ვიდეოკამერების გარეშე შეხვდა
„ქართული ოცნების“ ახალციხის მერობის კანდიდატის პირველი შეხვედრა ადგილობრივი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ვიდეოკამერებისა და დიქტოფონების გარეშე. ირაკლი ლაზარაშვილი „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ სამოქალაქო სექტორს საკუთარი პირობებით შეხვდა - დისკუსია არ უნდა გადაეღო არც ერთ ტელეკომპანიას და არც შეხვედრის შინაარსი უნდა ჩაეწერათ დიქტოფონით ჟურნალისტებს. მერობის კანდიდატის თქმით, ამის მიზეზი ის იყო, რომ მოქალაქეებთან გულწრფელი საუბარი სურდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ახალციხის პრობლემებზე. საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს აინტერესებდათ, როგორ აპირებს გამარჯვების შემთხვევაში ამა თუ იმ საკითხის გადაჭრას.

ეს არის რიგით მესამე შეხვედრა ადგილობრივ სამოქალაქო სექტორთან, რომელიც ახალციხის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ ორგანიზებით იმართება. მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს უკვე შეხვდნენ „ევროპული საქართველოს“ და „ლელოს“ წარმომადგენლები.

| Print |