არჩევნები
„ამომრჩეველმა დამკვირვებელს გახსნილი ბიულეტენი აჩვენა“ - საოლქოში პირველი საჩივარი დაწერეს
ახალციხის #27-ე საარჩევნო უბანზე დარღვევა დაფიქსირდა. ამომრჩეველი კაბინიდან გახსნილი ბიულეტენით გამოვიდა და ერთ-ერთ დამკვირვებელს აჩვენა, ვის მისცა ხმა.

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას ადასტურებენ საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები. თეა გავაშელის თქმით, შენიშნა მისცეს და და დარღვევა მაშინვე აღმოიფხვრა.

მომხდარზე საჩივარი დაიწერა ჯერ უბანზე, შემდეგ კი საოლქო საარჩევნო კომისიაში. ოლქის თავმჯდომარის თქმით, ეს პირველი საჩივარია ახალციხის #37 საოლქო საარჩევნო კომისიაში.

| Print |