არჩევნები
ამან 41 უნდა შემოხაზოს - საარჩევნო უბანზე შესვლას სხვა უბნის ამომრჩეველი ცდილობდა
ახალციხის#1 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი სხვა, არაუფლებამოსილ პირთან ერთად შესვლას ცდილობდა. ის ამტკიცებდა, რომ ხანშიშესული ამომრჩეველი ხმას დამოუკიდებლად ვერ მისცემდა, ამიტომ სურდა, კაბინაში შეჰყოლოდა.

კომისიის თავმჯდომარემ განუმარტა, რომ მას არ ჰქონდა უბანზე შესვლის უფლება. მამაკაცი ამბობდა, რომ ამომრჩეველს 41 ნომერი უნდა შემოეხაზა, ამიტომ არ სურდა, რომ სხვა პირი დახმარებოდა და მოხუცი შეცდომაში შეეყვანა.

ამის გამო, ორივე პირმა შენობა ხმის მიცემის გარეშე დატოვა.

| Print |