არჩევნები
ხმა მივეცი პარტიას, რომელიც ორიენტირებულია ქვეყნის განვითარებაზე - მანუჩარ ჩაჩანიძე
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ახალციხის მერობის კანდიდატმა, სოფელ ფერსაში დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. მანუჩარ ჩაჩანიძე  N23-ე საარჩევნო უბანზე დასთან და დისშვილთან ერთად მივიდა. ამბობს, რომ ხმა მისცა პარტიას, რომელიც ქვეყნის განვითარებაზეა ორიენტირებული. მისივე თქმით, ხალხის აქტივობა უბნებზე  თანდათან იზრდება, რაც შეეხება დარღვევებს ფერსის საარჩევნო უბანზე, მსგავსი ფაქტი არ სმენია.

,,რომ ვამბობთ, წინასაარჩევნოდ შეშინებული და დაშინებული ხალხია და ხმას ვერ იღებდა, დღეს უკვე ეს ხალხი აფიქსირებს თავის ხმას, რამდენიმეუბანზე იყო დარღვევა, რამდენიმე ოქმიც დაწერილია, ეს ძირითადად სხვა სოფლებში ხდება,ფერსაში სიმშვიდეა" - აღნიშნა მეცხრე არხთან მერობის კანდიდატმა.

მანუჩარ ჩაჩანიძეს გამარჯვების იმედი აქვს.

| Print |