არჩევნები
ბორჯომში, საარჩევნო უბანთან ,,ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის ბანერი არ ჩამოხსნეს
ბორჯომში პირველი საჩივარი დაიწერა. სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელმა საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართა. დამკვირვებლის საჩივარი, პირველი საარჩევნო უბნის გარეთ განთავსებულ ბანერს ეხება. ორგანიზაციის რეგიონული ხელმძღვანელის ნინო ბიბილეიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის სააგიტაციო მასალა საარჩევნო უბნის ახლოს არის განთავსებული. 

დარღვეულია საარჩევნო კოდექსის 45–ე მუხლის მე–12 პუნქტი. აღნიშნული მუხლის მიხედვით, დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება და მასალა ჩამოხსნას/დემონტაჟს/აღებას ექვემდებარება.

აღნიშნულ დარღვევაზე კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე, საჩივარი დაწერა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმაც, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია. მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა, გასულ არჩევნებზეც.

წყარო: ტელეკომპანია ბორჯომი

| Print |