არჩევნები
გამოდი გარეთ, უნდა გელაპარაკოო - რა მოხდა საძელში
საძელში, მე-19 საარჩევნო უბანთან, ცესკოს წარმომადგენელს ,,ევროპული საქართველოდან“ დაუპირისპირდნენ. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, როდესაც ირინა მეითარჯიანმა უბანზე ფოტო გადაიღო.

ფაქტი კომისიის თავმჯდომარემ და რამდენიმე წევრმა გააპროტესტეს. მეითარჯიანის თქმით, მას უბნიდან გაძევებით დაემუქრნენ. მოგვიანებით კი უთხრეს, რომ გარეთ გასულიყო, რადგან ბიჭებს საქმის გარკვევა სურდათ.

მომხდარს უარყოფს კომისიის თავმჯდომარე. ნინო თოროსიანის თქმით, უბანზე მხოლოდ ერთი საჩივარი დაიწერა, რომელსაც მათი მხრიდან რეაგირება მოყვა.

მე-19 საარჩევნო უბანზე დარღვეულია კოვიდრეგულაციები, დაახლოებით 20 კვადრატულ მეტრი ფართობის ოთახში სადაც კენჭისყრა მიმდინარეობს, 20-მდე ადამიანი იმყოფება. მეცხრე არხის მისვლისთანავე, შენობის ეზო დატოვა ექვსმა ავტომანქანამ და ორმა მიკროავტობუსმა.

| Print |