არჩევნები
ახალციხის #2 უბანი "ქართულმა ოცნებამ" და მისმა კანდიდატებმა მოიგო
შემაჯამებელი ოქმი შეადგინეს ახალციხის #2 საარჩევნო უბანზე. 1 386 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 751-მა მიიღო.
ამ უბანზე არჩევნები მმართველმა პარტიამ მოიგო. მერობის, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების და პროპორციული ხმები ასე გადანაწილდა:
მერობის კანდიდატები:
ზურაბ სადათიერაშვილი "ევროპული საქართველო" - 29 ხმა,
დავით ბალიაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 181 ხმა,
მანუჩარ ჩაჩანიძე "ლელო" - 15 ხმა,
გიორგი არველაძე "გახარია საქართველოსთვის" - 47 ხმა,
მიხეილ კეთილაძე"თავისუფალი საქართველო" - 1 ხმა,
ირაკლი ლაზარაშვილი "ქართული ოცნება" - 452 ხმა.
მაჟორიტარი კანდიდატებიდან 103 ხმა მიიღო "ევროპული საქართველოს" კანდიდატმა, 156 "ნაციონალური მოძრაობის", 454 ხმა კი "ქართული ოცნების" კანდიდატმა.
რაც შეეხება პარტიებს:
"მესამე ძალა" - 2 ხმა,
ევროპული საქართველო" - 24 ხმა,
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 181 ხმა,
"პატრიოტთა ალიანსი" - 5 ხმა,
"ლელო" - 9 ხმა,
"ლეიბორისტული პარტია" - 22 ხმა,
"გახარია საქართველოსთვის" - 37 ხმა,
გირჩი" - 8 ხმა,
"ქართული ოცნება" - 442 ხმა.