არჩევნები
მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება
ქართული ოცნების პარტიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაცია ირაკლი კობახიძის ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, როცა მან არჩევნების შედეგებზე ისაუბრა.

კობახიძე ამბობს, რომ სულ 20 მუნიციპალიტეტში ჩატარდება მეორე ტური და ოცივეს "ოცნება" მოიგებს, მათ შორის თვითმმართველი ქალაქების მერობის არჩევნებსაც.

,,საზოგადებას ვპირდებით, რომ ჩვენი ყველა მერობის კანდიდატი გაიმარჯვებს 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტურში" - თქვა კობახიძემ.
| Print |