არჩევნები
ადიგენის ორ უბანზე ოპოზიციამ გაიმარჯვა
ადიგენის #38 საოლქო საარჩევნო კომისიაში ყველა უბნის მონაცემი შესულია. 19-ვე უბნის ოქმი ცესკოს ვებ-გვერდზეა ატვირთული. შემაჯამებელი ოქმების მიხედვით, მუნიციპალიტეტში ორი უბანი "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოიგო. 

ოპოზიციამ გაიმარჯვა სოფელ არლის #3 უბანზე, სადაც პროპორციულ ბიულეტენში "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" 513 ხმა მიიღო, "ქართულმა ოცნებამ" კი 437. 

სოფელ წახნის #17 უბანზე კი "ნაციონალურმა მოძრაობამ" 112 ხმა, მმართველმა პარტიამ კი 70 მიიღო.

ადიგენის მუნიციპალიტეტში არჩევნებში მერობის ორი კანდიდატი მონაწილეობდა. "ნაციონალური მოძრაობიდან" მარეხ დათიაშვილმა ხმების 36.92% მიიღო, "ქართული ოცნების" წარდგენილმა გოჩა ქიმაძემ კი - 63.08%.
| Print |