არჩევნები
ახალციხეში ხუთი უბანი „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ერთი კი "ევროპულმა საქართველომ" მოიგო
ახალციხის მუნიციპალიტეტში, 36 საარჩევნო უბნიდან, ხუთში ოპოზიციურმა პარტიამ გაიმარჯვა. ამ უბნებზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროპორციულ ბიულეტენში ყველაზე მეტი ხმა მიიღო. ესენია:

ქალაქ ვალეს მე-9 და მე-10 უბნები, სოფელ სვირის #20 უბანი, ქალაქ ახალციხის 30-ე უბანი და სოფელ სხვილისის 34-ე უბანი.

ამის გარდა, ახალციხეში, თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის ერთმა კანდიდატმა გაიმარჯვა. მე-13-ე მაჟორიტარულ ოლქში „ევროპული საქართველოს“ წევრმა ტარიელ ტაბატაძემ ხმების 49.29% მიიღო, (173 ხმა), „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კი 42.74% (150 ხმა).

მერობის კანდიდატებზე კი ხმები ასე გადანაწილდა:
  • ზურაბ სადათიერაშვილი - 4.51%
  • დავით ბალიაშვილი - 27.01%
  • მანუჩარ ჩაჩანიძე - 3.18%
  • გიორგი არველაძე 7.91%
  • მიხეილ კეთილაძე - 0.4%
  • ირაკლი ლაზარაშვილი 57%.
| Print |