არჩევნები
ხელახალი გადათვლისას, ახალციხის ხუთი უბნიდან ცდომილება ერთში გამოვლინდა
ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ხუთი უბნის შედეგები ხელახლა გადათვალეს. #37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიამ წილისყრით, ოლქში შემავალი 35 უბნიდან ხუთი შემთხვევითობის პრინციპით შეარჩია. ამ პრინციპით მე-6, მე-7, მე-11, 25-ე და 33-ე საარჩევნო უბნები გადაითვალა.

დასახელებული უბნებიდან ორი ახალციხეს, ორი ვალესა და ერთი აბათხევს ეკუთვნის.

ხმების დათვლის პროცესს ესწრებოდნენ ხუთივე უბნის კომისიის თავმჯდომარეები, წევრები და დამკვირვებლები როგორც მმართველი პარტიიდან, ასევე ოპოზიციიდან.

ხმების დათვლის შედეგად შერჩეული 5 უბნიდან მხოლოდ ახალციხის #7 ზე უბანზე დაფიქსირდა ცდომილება, რის შედეგადაც საოლქო საარჩევნო კომისიამ აქტი შეადგინა.

| Print |