Error
ცესკო-მ არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ოფიციალურად დანიშნა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ოფიციალურად დანიშნა. 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ოფიციალურად დანიშნა. 

20161016171843gancxadeba

ცესკოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის 8 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების მეორე ტური 48 საარჩევნო ოლქში 2016 წლის 30 ოქტომბერს გაიმართება, ასევე 30 ოქტომბერს გაიმართება თვითმმართველი ქალაქის – ახალციხის მერისა და თვითმმართველი თემების – ბოლნისისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების გამგებლების 2016 წლის 8 ოქტომბრის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურიც.

დღევანდელ სხდომაზე ცესკომ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბნებში გამართული კენჭისყრის საბოლოო შედეგები შეაჯამა. საქართველოს პარლამენტის პროპორციული სისტემის არჩევნებში საზღვარგარეთ 4 816-მა  ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.

 

| Print |