ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, N44–ე ახალციხის საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” 45.39%–ით ლიდერობს, რაც ამომრჩეველთა 10 601 ხმას შეადგენს.

საარჩევნო მარათონში მეორე ადგილს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 41.66%–ით იკავებს (9 730 ხმა), ხოლო მესამე ადგილს “ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები” 2.66%–ით (623 ხმა).
ამ დროისათვის, ცესკოს ვებ–გვერდზე 44 უბნის პროპორციული სისტემის მონაცემებია ატვირთული. დარჩენილია 9 უბნის შედეგები.
რაც შეეხება მაჟორიტარულ სისტემას, 53 უბნიდან მონაცემები დათვლილია 48 უბნის მიხედვით. აქ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ვაჟა ჩიტაშვილი 44.88 %–ით (11 359 ხმა) ლიდერობს, ხოლო “ქართული ოცნების” კანდიდატს გიორგი კოპაძეს 38.13% (9 650) აქვს. მესამე ადგილი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს ნუგზარ პარუნაშვილს 6.51%–ით (1 648) უკავია.
თიკო კურტანიძე
|