Error
არჩევნები
44 უბნის მონაცემებით, ახალციხე–ადიგენში, "ოცნება" 45.39%–ით ლიდერობს
ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით,  N44–ე ახალციხის საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”  45.39%–ით ლიდერობს, რაც ამომრჩეველთა  10 601 ხმას შეადგენს. 

ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით,  N44–ე ახალციხის საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”  45.39%–ით ლიდერობს, რაც ამომრჩეველთა  10 601 ხმას შეადგენს. 

ceesko-e1465382940999-890x395

საარჩევნო მარათონში მეორე ადგილს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 41.66%–ით იკავებს (9 730 ხმა), ხოლო მესამე ადგილს “ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები” 2.66%–ით (623 ხმა).

ამ დროისათვის, ცესკოს ვებ–გვერდზე  44 უბნის პროპორციული სისტემის მონაცემებია ატვირთული. დარჩენილია 9 უბნის შედეგები.

რაც შეეხება მაჟორიტარულ სისტემას, 53 უბნიდან მონაცემები დათვლილია 48 უბნის მიხედვით. აქ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ვაჟა ჩიტაშვილი 44.88 %–ით (11 359 ხმა) ლიდერობს, ხოლო “ქართული ოცნების” კანდიდატს გიორგი კოპაძეს 38.13% (9 650) აქვს. მესამე ადგილი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს ნუგზარ პარუნაშვილს 6.51%–ით (1 648) უკავია.

თიკო კურტანიძე

| Print |