N45-ე ბორჯომი–ასპინძის მაჟორიტარულ ოლქში ხმათა უმრავლესობა გედევან ფოფხაძემ მიიღო. “ქართული ოცნება– დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატს მხარი ამომრჩევლების 53.81%–მა (6801 ხმა) დაუჭირა.

ცესკოს მონაცემებით, 20.2% (2553 ხმა) მიიღო ტარიელ ლონდარიძემ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, ხოლო 12.44% (1572 ხმა) – ზურაბ ხაჩიძემ “საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან”.”პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” კანდიდატი კახა ბერიძე საარჩევნო მარათონში 5. 12%–ით (647 ხმა) მეოთხე ადგილს იკავებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სულ 70 უბნიდან მონაცემები დათვლილია 37 უბნის მიხედვით.
თიკო კურტანიძე
|