N46–ე ახალქალაქი–ნინოწმინდის ოლქში 66,19 %–ით (9 922 ხმა) “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წარდგენილი კანდიდატი ენზელ მკოიანი ლიდერობს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმების 17,04% (2 554 ხმა) მიიღო არსენ კარაპეტიანმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”. ხმათა რაოდენობით მომდევნო ადგილს “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” 7,28%–ით (1092 ხმა) იკავებს.
ამ დროისათვის 89 უბნიდან მონაცემები დათვლილია 46 უბნის მიხედვით.
თიკო კურტანიძე
|