გედევან ფოფხაძემ ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები" დატოვა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი  უმრავლესობაში რჩება. ამის შესახებ გედევან ფოფხაძემ, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ფოფხაძე მიიჩნევს, რომ მისი ადგილი უმრავლესობაშია. რაც შეეხება ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” დატოვებას, გადაწყვეტილება იმ პოლიტიკური პრიორიტეტების გათვალისწინებით მიიღო, რომელიც უფრო ღირებულად მიიჩნია.   აქვე ფოფხაძე პარტია „თავისუფალი დემოკრატებისაგან“ პირად წყენას არ უარყოფს, თუმცა, დეტალებზე საუბრისაგან თავს იკავებს. შეგახსენებთ, რომ “თავისუფალმა დემოკრატებმა” საპარლამენტო უმრავლესობა 5 ნოემბერს, მას შემდეგ დატოვეს, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ალსანია თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი  უმრავლესობაში რჩება. ამის შესახებ გედევან ფოფხაძემ, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ფოფხაძე მიიჩნევს, რომ მისი ადგილი უმრავლესობაშია.

რაც შეეხება ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” დატოვებას, გადაწყვეტილება იმ პოლიტიკური პრიორიტეტების გათვალისწინებით მიიღო, რომელიც უფრო ღირებულად მიიჩნია.   აქვე ფოფხაძე პარტია „თავისუფალი დემოკრატებისაგან“ პირად წყენას არ უარყოფს, თუმცა, დეტალებზე საუბრისაგან თავს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ “თავისუფალმა დემოკრატებმა” საპარლამენტო უმრავლესობა 5 ნოემბერს, მას შემდეგ დატოვეს, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ალსანია თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა.


| Print |