საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა ხმა სიკეთესა და ცვლილებებს მისცა. ნუგზარ პარუნაშვილმა იმ დარღვევებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც მისი თქმით, საჯარო მოხელეები სჩადიან.
კანდიდატი მეორე უბანზე არსებულ დარღვევებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საჯარო მოხელეები ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენენ.
ამ დროისათვის, ადიგენი–ახალციხის გაერთიანებულ ოლქში რეგისტრირებული 9 კანდიდატიდან ხმა 8 მათგანმა მისცა.
„თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“ წარდგენილმა კანდიდატმა გოდერძი კუბლაშვილმა არჩევნებში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღო. გოდერძი კუბლაშვილმა მოქალაქეობრივი ვალის მოხდის ნაცვლად მეგობრის დაბადების დღის აღნიშვნა გადაწყვიტა. აღნიშნა ისიც, რომ ხმის მიცემას საკუთარი თავისთვის არ აპირებდა, ხოლო საკუთარ ერთ ხმას დარჩენილ 8 კანდიდატზე ვერ გადაანაწილებდა.
ავტორები: თიკო კურტანიძე, ირაკლი ბახტურიძე, რამაზ ალავიძე.
|