„თოფაძე–მრეწველების“ მიერ წარდგენილმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ახალციხისა და ადიგენის ოლქში, მოქალაქეობრივი ვალი უკვე მოიხადა. ტარიელ ხაჩიძემ ხმა აგარის მე–12 უბანზე მისცა.
დეპუტატობის კანდიდატის თქმით, იმის ილუზია, რომ რომელიმე მათგანი პირველივე ტურში გაიმარჯვებს არავის უნდა ჰქონდეს. ამბობს, რომ ხმა 19 ნომერს, „თოფაძე–მრეწველებს“ მისცა.
ტარიელ ხაჩიძემ აგარაში კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობა უბნის გახსნის პირველივე წუთებში მიიღო.
ავტორები: ირაკლი ბახტურიძე, თიკო კურტანიძე, რამაზ ალავიძე.
|