ახალციხეში საარჩევნო უბნები გაიხსნა. #37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ ოლქის ყველა უბანი 08:00 საათზე მზად იყო. გახსნის დროს დარღვევა უბანებზე არ დაფიქსირდა.

#37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემით, ქალაქ ახალციხეში 13 უბანია. რეგისტრირებულია 15 057 ამომრჩეველი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 35 უბანია, ხმის მიცემის უფლება კი 35 000–მდე ამომრჩეველს აქვს.
N44 ახალციხე–ადიგენის ოლქში 50.293 ამომრჩეველია, N45 ბორჯომი –ასპინძის ოლქიში – 34.308 ამომრჩეველი, ხოლო N46 ახალქალაქი–ნინოწმინდის ოლქში – 51.843 ამომრჩეველი.
სამცხე–ჯავახეთში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, 146.160 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
დღეს, 8 ოქტომბერს საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში მეცხრე საპარლამენტო არჩევნები იმართება. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო 150 დეპუტატისგან შედგება. აქედან 77 მათგანის არჩევა პროპორციული სისტემით ხდება, ხოლო 73–ის მაჟორიტარულით.
თიკო კურტანიძე
|